პაკისტანში ტერაქტს ოცზე მეტი ადამიანი შეეწირა

სავარაუდო ტერორისტის მიერ მოწყობილი აფეთქების შედგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა პაკისტანის ჩრდილოეთში, 100-ზე მეტი კი დაიჭრა. აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა ქვედა დირის კვარტალში, პუშტუნთა ადგილობრივი პარტიისა და ცნობილი პოლიტიკოსების თავყრილობაზე მოაწყო. როგორც იუწყებიან, რეგიონის მმართველი პუშტუნთა პარტია მხარს უჭერს სამხედრო ოპერაციას ისალმისტი მეამბოხეების წინააღმდეგ.