ამერიკაში 25 მაღაროელი დაიღუპა

ამერიკის დასავლეთ ვირჯინიის შტატის ნახშირის მაღაროში მომხდარი ავარიის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა და 4 დაიკარგა. ავარია მიწისქვეშა აფეთქებამ გამოიწვია. ეს 1984 წლის შემდეგ ამერიკის მაღაროებში მომხდარი ყველაზე მსხვერპლიანი ავარიაა.