სოზარ სუბარი და ლევან გაჩეჩილაძე კონსულტაციებს განაგრძობენ

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ოპოზიციის თანხმობის მისაღწევად ”ალიანსის საქართველოსთვის" თანათავმჯდომარე სოზარ სუბარი და "დაიცავი საქართველოს" ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე კონსულტაციებს განაგრძობენ. 15 საათზე დაგეგმილია მათი შეხვედრა დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან. მანამდე გაჩეჩილაძემ და სუბარმა კონსულტაცია ”მრეწველებისა” და ”ეროვნულ საბჭოს” ლიდერებთან გამართეს