კოლუმბია აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხში ჩარევას არ აპირებს

კოლუმბია აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხში ჩარევას არ აპირებს - ამის შესახებ, როგორც რუსული საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, კოლუმბიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაიმე ბერმუდესმა მოსკოვში, ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტში გამოსვლისას განაცხადა. ბერმუდესმა აღნიშნა, რომ მათ მიმართ, ვინც დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის მოპოვებას ცდილობს, კოლუმბიას საკმაოდ ფრთხილი დამოკიდებულება აქვს და სხვა სახელმწიფოთა საშინაო საქმეებში არ ერევა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ ღვინჯიამ კოლუმბიის და ეკვადორის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება არ გამორიცხა.