ყირგიზეთში საპროტესტო აქციები გრძელდება

ყირგიზეთში პოლიციის საგანგებო დანიშნულების რაზმებმა ბიშკეკში შეკრებილი ასობით აქციის მონაწილე ცრემლსადენი გაზით დაშალა. საპროტესტო აქცია ყირგიზეთის დედაქალაქში მთავარი ოპოზიციური პარტიის - ”ათა მეთენის” ოფისთან შეიკრიბა და პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევის გადადგომას მოითხოვდა. გუშინ ბიშკეკში ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი, მათ შორის - ალმაზბეკ ატამბაევი და ”ათა-მეთენის” პარტიის ლიდერი ომურბეკ ტეკებაევი დააკავეს. გასულ ღამეს ყირგიზეთის ქალაქ თალასში დემონსტრანტებმა მეორედ დაიკავეს სამთავრობო შენობა და ისინიც პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვდნენ. მთავრობა მკაცრი ზომების გატარებით იმუქრება.