ნოღაიდელის აზრით, ეროვნული საბჭოს გარეშე არჩევნებში გამარჯვება შეუძლებელი იქნება

ეროვნული საბჭოს ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ ირაკლი ალასანიასთვის თანამშრომლობა არავის უთხოვია და ინიციატივები ყოველთვის ამ უკანასკნელის გაერთიანებისგან - „ალიანსი საქართველოსთვის“ - მოდიოდა. ნოღაიდელი მიიჩნევს, რომ ეროვნული საბჭოს გარეშე არჩევნებში გამარჯვება ოპოზიციისთვის შეუძლებელი იქნება.