ბაკიევი არ აპირებს ყირგიზეთის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომას

ყირგიზეთის პრეზიდენტმა ყურმანბეკ ბაკიევმა განაცხადა, რომ არ აპირებს თანამდებობიდან გადადგომას. მან რუსეთის რადიო „ეხო მოსკვის“ უთხრა, რომ სახელმწიფოს არჩეული მეთაურია და დამარცხებას არ აღიარებს. „ჩემი აზრით, ეს ნამდვილი ბაქქანალიაა, რომელიც მოაწყო შეირაღებული პირების ერთმა ჯგუფმა. არვითარ შემთვხევაში ვთვლი, რომ ეს ჩემი მარცხია“, თქვა ბაკიევმა.დღესვე, თანამემამულეებისადმი მიმართვაში, რომელსაც საინტერნეტო სააგენტო „24.კგ“ აქვეყნებს, ბაკიევი აღნიშნავს, რომ მზად არის, პასუხი აგოს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისთვის, თუ მის ბრალეულობას მიუკერძოებელი გამოძიება დაადგენს. ბაკიევი ამბობს, აგრეთვე, რომ ამჟამად გავლენას ვერ ახდენს შექმნილ ვითარებაზე, და ამიტომ სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის მთელი პასუხისმგებლობა ოპოზიციას ეკისრება.