სუდანში არჩევნები არეულობისა და დაძაბულობის ფონზე ტარდება

სუდანში საპარლამენტო არჩევნები მრავალ რეგიონში არეულობისა და დაძაბულობის ფონზე ტარდება. დედაქალაქ ხართუმში პროცესი, როგორც იტყობინებიან, ნორმალურად მიმდინარეობდა, მაგრამ რეგიონებში ამომრჩევლებს არაერთი პრობლემა შეხვდათ. ყველაზე დიდი პარტია ქვეყნის სამხრეთ ნაწილში არჩევნების პროცესის 4 დღით გაგრძელებას ითხოვს. ეს პირველი მრავალპარტიული არჩევნებია სუდანში 24 წლის განმავლობაში.