მოსკოვში მოკლეს ფედერალური მოსამართლე

ფედერალური მოსამართლე ედუარდ ჩუვაშოვი მოსკოვში, საკუთარი სახლის სადარბაზოში მოკლეს. ჩუვაშოვი უძღვებოდა სკინჰედების ბანდის ლიდერის, არტურ რინოს და ნაციონალისტური დაჯგუფება ”თეთრი მგლების” სასამართლო პროცესს, რის გამოც მას არაერთხელ დამუქრებიან ფიზიკური ანგარიშსწორებით. მკვლელმა მაყუჩი გამოიყენა და საკონტროლო გასროლაც განახორციელა.