იტალიაში სარკინიგზო ავარიის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

ჩრდილოეთ იტალიაში სარკინიგზო ავარიის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა ქალაქ ბოლცანოსთან, მთიან რეგიონში. საინფორმაციო სააგენტო "ანსას" ცნობით, მიზეზად ასახელებენ მეწყერს, რომელმაც მიმართულება შეუცვალა სამგზავრო მატარებელს. დაჭრილია ათობით ადამიანი, მათ შორის ხუთი - მძიმედ.