ვაშინგტონში თურქეთისა და სომხეთის ლიდერების შეხვედრა იმართება

სომხეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოანი სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანს ხვდება ვაშინგტონში, სადაც ორივე მონაწილეობს ბირთვული იარაღის საკითხებისადმი მიძღვნილ ორდღიან კონფერენციაში. საქმე ეხება ერდოანისა და სარქისიანის პირველ შეხვედრას განვლილი წლის მანძილზე.