სმოლენსკთან მომხდარი კატასტროფის მსხვერპლთა თითქმის ნახევარი ამოცნობილია

რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპული 96 ადამიანიდან თითქმის ნახევარი ამოცნობილია. პირველად პრეზიდენტ კაჩინსკის ცხედრის ამოცნობა მოხდა. რუსეთის ჯანდაცვის მინისტრ ტატიანა გოლიკოვას განცხადებით, ამოცნობილია კაჩინსკის მეუღლე - მარია კაჩინსკაც. მას პოლონეთში დღეს გადაასვენებენ.