პრეზიდენტი ბაკიევი სამხრეთ ყირგიზეთში იმყოფება

პრეზიდენტი ყურმანბეკ ბაკიევი კვლავინდებურად სამხრეთ ყირგიზეთში იმყოფება. დღეს ქალაქ ჯალალაბადის ცენტრალურ მოედანზე მისი 5 ათასამდე მხარდამჭერი შეიკრიბა. მიტინგის მონაწილეთა წინაშე გამოსვლისას, ბაკიევმა განაცხადა, რომ მზად არის დროებით მთავრობასთან მოლაპარაკებისთვის. მას საამისოდ არავითარი პირობა არ წამოუყენებია.