ბრიტანეთში პირველი წინასაარჩევნო ტელედებატები ჩატარდება

6 მაისის საყოველთაო არჩევნების წინ ბრიტანეთში პირველად ტარდება სატელევიზიო პოლიტიკური დებატები. დანიშნული სამი დებატებისგან პირველი დღეს შედგება და ერთმანეთს ქვეყნის სამი მთავარი პოლიტიკური პარტიის ლიდერები დაუპირისპირდებიან - პრემიერ-მინისტრი, ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელი გორდონ ბრაუნი, კონსერვატორთა ლიდერი დევიდ კამერუნი და ლიბერალ-დემოკრატების ლიდერი ნიკ კლეგი. შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებისწინა კამპანიაში სატელევიზიო დებატები 1960 წლიდან ტარდება - თუმცა ბრიტანელი პოლიტიკოსები ამ დრომდე თავს იკავებდნენ ტელეეთერში დისკუსიების მოწყობისგან.