არჩევნებში მონაწილეობის უფლება 26-მა პარტიამ მიიღო, 10-ს - უარი უთხრეს

მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას 26 პარტია შეძლებს. მათი რეგისტრაცია საქართველოს ცსკ-მ უკვე დაასრულა. ამასთან, რეგისტრაციაზე უარი უთხრეს ათ პარტიას, რომელთაგან 6-მა რეგისტრაციისათვის სავალდებულო 30 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერა არ წარადგინა, ოთხს კი, კომისიის განმარტებით, მომხრეთა სიებში ხარვეზები აღმოუჩინეს. მათ შორისაა მწვანეთა პარტია, რომელმაც რეგისტრაციაზე უარი გააპროტესტა და პოლიტიკურ დევნად შეაფასა.