ხორვატიის პრეზიდენტმა პატივი მიაგო ომის მუსულმან და ხორვატ მსვერპლთ

ხორვატიის პრეზიდენტმა, ივო იოსიპოვიჩმა სიმბოლური ნაბიჯი გადადგა და პატივი მიაგო 1990-იანი წლების ეთნიკურ კონფლიქტებში დაღუპული მუსულმანების და ხორვატების ხსოვნას. ის ხორვატიის პირველი ლიდერია, რომელმაც 1992-95 წლების ომის მუსულმან მსხვერპლთ მიაგო პატივი. ომის დროს ხორვატები ძირითადად ეთნიკური სერბების საწინააღმდეგო მხარეს იბრძოდნენ, თუმცა 1993-94 წლებში ხორვატებსა და მუსულმანებს შორისაც მოხდა კონფლიქტი. იოსიპოვიჩი ესტუმრა აჰმიჩის და კციაჟენცევო სელოს - ეს ბოსნიური სოფლები მომხდარი კონფლიქტის სიმბოლოებს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტისას მას თან ახლდა სარაევოს არქიეპისკოპოსი, კარდინალი ვინკო პულიჩი და ბოსნიის მუფტი მუსტაფა ჩერიჩი. იოსიპოვიჩი ბოსნიაში ორდღიანი ვიზიტით ოთხშაბათს ჩავიდა.