გაეროს ანგარიშში გაკრიტიკებულია პაკისტანის მთავრობა

გაეროს ანგარიშში, რომელიც პაკისტანელი პოლიტიკოსის, ბენაზირ ბჰუტოს ორი წლის წინანდელი მკვლელობის გარემოებებს იძიებდა, მკაცრადაა გაკრიტიკებული პაკისტანის მთავრობა. ანგარიშის მიხედვით გენერალ მუშარაფის მთავრობას უსაფრთხოების ზომები რომ მიეღო, ისლამაბადში მომხდარი მკვლელობის თავიდან არიდება შესაძლებელი იქნებოდა.