ევროპამ ათასობით ფრენა გადადო ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის გამო

ევროპაში მეორე დღეა ფრენების უმეტესობა გადადებულია ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ჰაერში გავრცელებული ფერფლის გამო. საჰაერო სივრცე დაკეტილია ირლანდიის რესპუბლიკიდან ფინეთამდე. ხუთშაბათს 5 ათასი ფრენა გადაიდო და ვარაუდობენ, რომ შეფერხებები შაბათ-კვირასაც გასტანს. პრობლემა ასობით ათას მგზავრს შეეხო.