დუისის მოსახლეობა სისხლის აღებით იმუქრება

როგორც ცნობილია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე 16 წლის ახალგაზრდა მოკლეს. პანკისის ხეობის, სოფელ დუისის მოსახლეობა 16 წლის ახმედ გაორგაშვილის მკვლელობის გამო სისხლის აღებით იმუქრება. გაორგაშვილის ახლობლები აზრერბაიჯანის ხელისუფლებისგან იმ მესაზღვრის სასწრაფოდ დაკავებას და დასჯას მოითხოვენ, რომელმაც მოზარდს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.