საქართველოს დელეგაციამ პოლონეთში ლეხ და მარია კაჩინსკების დაკრძალვაზე გამგზავრება ვერ მოახერხა

ისლანდიაში ამოფრქვეული ვულკანისგან წარმოქმნილი ფერფლის გამო, ფრენები პოლონეთის მიმართულებითაც შეჩერდა.
დღეს პოლონეთის, ისევე როგორც ევროპის ბევრი ქვეყნის საჰაერო სივრცე, დაიხურა. საქართველოს ოფიციალური დელეგაციის ხელმძღვანელი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე იმედოვნებს, რომ საჰაერო სივრცე ხვალ გაიხსნება და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კრაკოვში დაკრძალვაზე ჩასვლას შეძლებს. ლეხ და მარია კაჩინსკებს ხვალ კრაკოვში დაკრძალავენ. პოლონეთის პრეზიდენტი და მისი მეუღლე, პოლონეთის ოფიციალური დელეგაციის 94 წევრთან ერთად, სმოლენსკთან მომხდარ ავიაკატასტროფაში 10 აპრილს დაიღუპნენ.