ავღანეთის პრეზიდენტმა არჩევნების მეთვალყურეობისთვის პასუხისმგებელი ახალი პირები დაასახელა

ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ არჩევნების მეთვალყურეობისთვის პასუხისმგებელი ახალი პირები დაასახელა. პრეზიდენტის წარმომადგენლის თქმით, ფაზელ აჰმედ მანავი გაუძღვება დამოუკიდებელ საარჩევნო კომისიას. კარზაი ასევე დაჰყვა საერთაშორისო ზეწოლას და ერთი ერაყელი და ერთი სამხრეთაფრიკელი შეიყვანა არჩევნების გაყალბების კომისიაში. გაერო მიესალმა ახალ დანიშვნებს. სექტემბერში ერაყში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.