ყირგიზეთში დროებითი მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებს გეგმავენ

ყირგიზეთის ჩამოგდებული პრეზიდენტის, ყურმანბეკ ბაკიევის მომხრეებმა ქვეყნის სამხრეთში, ორშაბათისთვის ჯალალ-აბადში საპროტესტო აქცია დანიშნეს დროებითი მთავობის წინააღმდეგ. ორგანიზატორების მიერ მომზადებულ პროკლამაციებში ეჭვქვეშაა დაყენებული ბაკიევის განცხადება, რომ ის გადადგა. თავად ბაკიევის ზუსტი ადგილსამყოფელი ამჟამად ცნობილი არ არის.