ინგუშეთში მანქანის აფეთქების შედეგად მძღოლი დაიჭრა
რუსეთის მედიის ცნობით, დღეს დილით ადრე ინგუშეთის ქალაქ ნაზრანში, შსს შენობასთან მანქანა აფეთქდა. დაიჭრა მძღოლი. ავტომანქანა შს მინისტრის მოადგილეს - ბესლან შადიევს ეკუთვნოდა. თავად შადიევი მანქანაში არ იმყოფებოდა.