დღეს საგანგებო მოლაპარაკებას გამართავენ ევროკავშირის ტრანსპორტის მინისტრები. ისინი ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის გამო დაწესებული შეზღუდვების შესაძლო შემსუბუქებაზე იმსჯელებენ. უკვე მეხუთე დღეა ევროპის საჰაერო სივრცის უდიდესი ნაწილი დახურულია. ტრანსპორტის მინისტრების ვიდეო-სატელეფონო კონფერენცია საავიაციო ინდუსტრიის მზარდ ზეწოლას მოჰყვა. რეისების გაუქმება მათ დღეში 200 მილიონ დოლარამდე უჯდებათ. ესპანეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრმა დიეგო ლოპეს გარიდომ იმედი გამოთქვა, რომ ევროპის რეისების ნახევარი დღეს აღდგება.