იერუსალიმში შოთა რუსთაველის ბარელიეფი დააზიანეს

იერუსალიმში შოთა რუსთაველის ბარელიეფის დაზიანების გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო ნოტა, ამ ქვეყნის შსს-ს და იერუსალიმის მერს კი - სპეციალური წერილები გაუგზავნა. საქართველოს მთავრობა შოთა რუსთაველის ბარელიეფის დაზიანების გამო დამნაშავეთა გამოვლენას და დასჯას ითხოვს.