ყირგიზეთის დამხობილი პრეზიდენტი, რომელიც ყაზახეთში გაიქცა, ამ ქვეყნიდანაც გაემგზავრა

ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ყირგიზეთის დამხობილი პრეზიდენტი ყურმანბეკ ბაკიევი, რომელიც სამშობლოდან მეზობელ ყაზახეთში გაიქცა, ახლა ყაზახეთიდანაც გაემგზავრა. სამინისტროს პრეს-მდივნის განცხადებით, ბაკიევმა „ყაზახეთის ტერიტორია დატოვა“. პრეს-მდივანს არ უთქვამს, რომელ ქვეყანაში გაეგმზავრა ბაკიევი. ის 12 აპრილს გაიქცა ყაზახეთში - რვა დღეში მას შემდეგ, რაც ყირგიზეთის დედაქალაქში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და მილიციელებს შორის დაპირისპირებამ 80-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.