ინგუშეთში ბომბის აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა

რუსეთის მედიის ცნობით, ინგუშეთში ბომბი აფეთქდა მილიციის მაღალი რანგის ოფიციალური წარმომადგენლის მანქანის ქვეშ. დაჭრა მისი მძღოლი. წინასწარი ინფორმაციით, ოფიციალური პირი - შინაგგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ბესლან შადიევი, აფეთქების დროს მანქანაში არ მჯდარა. როგორც იუწყებიან, აფეთქება დღეს ნაზრანში მოხდა.