მოსკოვი პარიზს სთავაზობს ერთი გემის შეძენას და სამის რუსეთის ტერიტორიაზე აშენებას

რუსეთი საფრანგეთისგან ”მისტრალის” კლასის ვერტმფრენმზიდების შეძენის შეთანხმების ხელმოწერას წლის ბოლომდე აპირებს - ამის შესახებ დღეს სააგენტო რია-ნოვოსტის რუსეთის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის დირექტორმა მიხაილ დმიტრიევმა განუცხადა. მოსკოვი პარიზს სთავაზობს ერთი გემის შეძენას და სამის რუსეთის ტერიტორიაზე აშენებას, საფრანგეთს კი - სურს ორი უკვე არსებული ვერტმფრენმზიდი გაყიდოს და ორი რუსეთში ააშენოს. დმიტრიევის განცხადებით, ფრანგული მხარე გაცილებით ოპტიმისტურადაა განწყობილი და მიიჩნევს, რომ ყველა აუცილებელი დოკუმენტი ხელმოსაწერად მზად სექტემბრისთვის იქნება.