ერთი დაიღუპა და სამი დაშავდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად

საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა და სამი დაშავდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დღეს მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად. ორი სამგზავრო ავტობუსის შეჯახებას სულ რვა ადამიანის, მათ შორის აზერბაიჯანისა და თურქეთის მოქალაქეთა სიცოცხლეც ემსხვერპლა. ავარიის ზუსტი მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.