ჩინეთი მიწისძვრის შედეგად დაღუპულებს გლოვობს

ჩინეთში გლოვის დღეა გამოცხადებული ქვეყნის დასავლეთ რეგიონში გასულ კვირაში მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად. ცინხაის რეგიონის ტიბეტურ უშუს რაიონში მომხდარ მიწისძვრას 2,000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. ყველა ტელეარხზე გადაიცემა სამგლოვიარო ცერემონია, რომელშიც ათასობით სამხედრო, სამოქალაქო თუ ოფიციალური პირი მონაწილეობს.