"სტარტის" განხილვას რუსეთის და აშშ-ის კანონმდებლები მაისში დაიწყებენ

აშშ-ის და რუსეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის დადებული, "სტარტის" სახელით ცნობილი ბირთვული იარაღის შემცირების შესახებ ახალი ხელშეკრულების განხილვა მაისში დაიწყება. ვაშინგტონში მოქმედი კვლევითი ცენტრში, "ატლანტიკის საბჭოზე" გამოსვლისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ელენ ტაუშერმა თქვა, რომ ხელშეკრულება სენატს მაისის დასაწყისში გაეგზავნება. რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ მარგელოვმა განაცხადა, რომ რუსეთის კანონმდებლები დოკუმენტს მაისის პირველ ნახევარში განიხილავენ.