ჯო ბაიდენი: ჩინეთი ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დაეთანხმება

შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ჩინეთი დაეთანხმება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს ახალ სანქციებს ირანის წინააღმდეგ, მისი სავარაუდო ბირთვული საქმიანობის გამო. ბაიდენმა აღნიშნული მოსაზრება CNN-ის სატელევიზიო პროგრამა „თვალსაზრისში“ მონაწილეობისას გამოთქვა. „ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსოფლიო ეთსულოვანია იმაში, რომ ირანმა ზღავრს გადააბიჯა და უფრო მეტად არის იზოლირებული საკუთარი ხალხისაგან და რეგიონისაგან, ვიდრე ოდესმე“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. გაეროს მხრიდან სანქციების მუქარის მიუხედავად, ირანის ხელისუფლება აგრძელებს ბირთვული პროგრამას. დასავლეთის ქვეყნები ვარაუდობენ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს, რასაც თეირანი უარყოფს.