ბოსნიას MAP-ი მიანიჭეს

ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოილაპარაკეს, ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP-ი) მიანიჭონ ბოსნია-ჰერცეგოვინას. ტალინში მიღებული ამ გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას აუწყა ნატოს პრესმდივანმა ჯეიმს აპატურაიმ. მანვე განმარტა, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინისთვის MAP-ის მინიჭება არაერთ დამატებით პირობას უკავშირდება. რა პირობებზეა საუბარი, ნატოს წარმომადგენელს არ დაუზუსტებია.