პაკისტანში მეამბოხებმა შვიდი სამხედრო და ოთხი „ამერიკელი ჯაშუში“ დახოცეს

პაკისტანის სამხედროთა ცნობით, ავღანეთის საზღვართან, ჩასაფრებულმა მეამბოხეებმა შვიდი ჯარისკაცი დახოცეს. ინციდენტი ჩრდილოეთ ვაზირისტანში მოხდა. სროლაში დაშავდა 16 ჯარისაცი. ეს ერთ-ერთი მძიმე თავდასხმა იყო არმიაზე ბოლო თვეებში. ამავე არეალში ოთხი, სავარაუდოდ, „ამერიკის ჯაშუშების“ დასახიჩრებული გვამი ნახეს.