ბოლივიაში ეწყობა კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილი კონფერენცია

ბოლივიაში კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილი კონფერენციის მონაწილეები მდიდარი ქვეყნებისა და საერთაშორისო კომპანიებისგან მოითხოვენ 300 მილიარდი დოლარის კომპენსაციას იმ ზარალისთვის, რომელიც მათ გლობალურმა დათბობამ მიაყენა. კონფერენციაში ათასობით სოციალური აქტივისტი და ოფიციალური პირი მონაწილეობს. მათი ინციატივით, 2020 წლისთვის 50 პროცენტით უნდა შემცირდეს "სათბურის გაზის" გამოყოფა და შეიქმნას კლიმატის საერთაშორისო სასამართლო, რომელიც დასჯის სახელმწიფოებს, რომლებიც ამ აირის გამოყოფას არ შეამცირებენ.