ყირგიზეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მოსკოვში ჩავიდა

ყირგიზეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ფელიქს ყულოვი მოსკოვში ჩავიდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან, სერგეი ნარიშკინთან შესახვედრად. მათ ისაუბრეს ყირგიზეთის პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევის მმართველობის დამხობის შემდეგ ამ ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე. ყულოვი ყირგიზეთის პარტია „არ-ნამისის“ ლიდერია და 2005 წლის სექტემბრიდან 2006 წლის დეკემბრამდე სათავეში ედგა ქვეყნის მთავრობას. ყულოვსა და მის პარტიას არ შეუსრულებიათ რაიმე მნიშვნელოვანი როლი საპროტესტო აქციებში, რომელთაც მიმდინარე თვეში პრეზიდენტ ბაკიევის გადადგომა მოჰყვა.