ამერიკელმა სენატორმა დღეს ვაშინგტონს მოუწოდა გაუუქმოს შეერთებული შტატების ვიზებზე დაწესებული პრივილეგიები რუსეთის 60 ოფიციალურ პირს და კიდევ სხვებს, გასულ წელს რუსეთის ციხეში ფონდ „Hermitage Capital“-ის ადვოკატის სიკვდილის გამო. ამ მოწოდებით მერილენდელი დემოკრატი, სენატორი ბენიამინ კარდინი გამოვიდა, რომელიც სათავეში უდგას ადამიანის უფლებების მონიტორინგის ჯგუფს - შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიას. მან სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს მიმართა თხოვნით, გაუუქმოს სავიზო პრივილეგიები სერგეი მაგნიტსკის სიკვდილთან კავშირში ბრალდებულ პირებს. უფლებადამცველების მონაცემებით, იმისთვის, რომ Hermitage Capital-თან ბრძოლის პროცესში მათთვის სასურველ ჩვენებაზე დაეყოლიებინათ, რუსეთის ოფიციალურმა პირებს მაგნიტსკი ისეთ პირობებში ჰყავდათ მოთავსებული, რომელიც წამებას უდრიდა.