ბრაზილია ირანს გარანტიას სთხოვს ბირთვული პროგრამის შესახებ

ბრაზილიამ, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრია, ირანს მოსთხოვა გარანტია იმისა, რომ თეირანის ბირთული პროგრამა, მართლაც არ შეიცავს სამხედრო მიზნებს. ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრი ამორიმი ამ მოწოდებით გამოვიდა თეირანში, მაშინ როცა მსოფლიოს ქვეყნები ირანისთვის ახალი სანქციების დაწესებით იმუქრებიან. ამორიმმა თეირანსა და მსოფლიოს მოუწოდა, უფრო მოქნილად შეხედონ რამდენიმე თვის წინ ირანისთვის შეთავაზებულ წინადადებას ბირთვული საწვავის შესახებ.