სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია რუსეთში შვილად აყვანის საკითხებზე მოსალაპარაკებლად ჩადის

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია მოსკოვში ჩავა და რუსეთის ხელისუფლებასთან გამართავს მოლაპარაკებებს შვილად აყვანის საკითხებზე. დეპარტამენტის დელეგაცია იმედოვნებს, რომ მოაგვარებს კრიზისს, რომელიც წარმოიშვა ერთი შემთხვევის შემდეგ - როცა აშშ-ში გაშვილებული 7 წლის არტიომ საველიევი მისმა ამერიკელმა დედობილმა მარტო ჩასვა თვითმფრინავში და რუსეთში დააბრუნა მას შემდეგ, რაც გადაწყვიტა, რომ მასთან ურთიერთობა აღარ შეეძლო.