ჩინეთში 47 წლის კაცმა საბავშვო ბაღში 28 ბავშვი დაჭრა

ჩინეთის აღმოსავლეთში მდებარე საბავშვო ბაღში კაცმა დანით დაჭრა 28 ბავშვი და სამი ზრდასრული ადამიანი. ეს უკვე მსგავსი მესამე შემთხვევაა ერთი თვის მანძილზე. დაჭრილი ბავშვების უმრავლესობა 4 წლის არის. ხუთი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია. თავდამსხმელი დააკავეს. ის 47 წლის ადგილობრივი მცხოვრებია.