ბროვცევმა საინფორმაციო სააგენტოებს ”რეგნუმს” და ”ოსინფორმს” უჩივლა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ვადიმ ბროვცევმა დღეს მოსკოვის ერთ-ერთ რაიონულ სასამართლოში უჩივლა საინფორმაციო სააგენტოებს ”რეგნუმს” და ”ოსინფორმს”. მათ გარდა, ბორვცევი, პატივისა და ღირსების შელახვაში დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის წევრს ამირან დიაკონოვსაც ადანაშაულებს. სააგენტო ”რია-ნოვოსტი” საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ვადიმ ბროვცევის სარჩელის საფუძვლად იქცა მოპასუხე მხარეთა მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, რეგიონის რეაბილიტაციისთვის შექმნილი სამხრეთ დირექცია ბროვცევმა ”პუტინის მიერ საკუთარი ხალხით დაკომპლექტებულ სამსახურად” მოიხსენია.