ჩინეთში შანხაის გამოფენა იხსნება

დღეს ჩინეთში შანხაის მსოფლიო გამოფენა გაიხსნება. ჩინეთის მთავრობამ მილიონობით დოლარი დახარჯა იმისათვის, რომ სრულიად შეეცვალა ინფრასტრუქტურა და ტერიტორია გიგანტურ საგამოფენო ცენტრად გადაექცია. რამდენიმე ქვეყნის ლიდერი დაესწრება გამოფენის გახსნის ცერემონიას, მათ შორის საფერანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტები - ნიკოლა სარკოზი და დმიტრი მედვედევი.