მოგადიშუში მეჩეთის აფეთქებას სულ მცირე 25 ადამიანი ემსხვერპლა

ოფიციალური პირების ინფორმაციით, სომალის დედაქალაქ მოგადიშუს ერთ-ერთ მეჩეთში დღეს ორი ბომბი აფეთქდა, რასაც სულ მცირე 25 ადამიანი შეეწირა. თავდასხმა მაშინ მოხდა, როცა მორწმუნეები შუადღის ლოცვის დაწყებას ელოდნენ. დაიჭრა 70 ადამიანი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. მოგადიშუს დიდ ნაწილს ალ-ყაიდასთან დაკავშირებული ისლამისტი ექსტრემისტები აკონტროლებენ და უკვე 3 წელიწადია მთავრობის დამხობას ცდილობენ. სომალის თითქმის 20 წელის არ ჰყოლია ერთიანი, მოქმედი მთავრობა.