ბარაკ ობამა ლუიზიანაში ჩავიდა, დაღვრილი ნავთობით მიყენებული ზარალის სანახავად

შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ბარაკ ობამა ლუიზიანაში ჩავიდა, რათა პირადად გაეცნოს მექსიკის ყურეში ნავთობის ჩაღვრით გარემოსთვის მიყენებულ ზიანს. ნავთობმა უკვე ლუიზიანის სანაპიროს მიაღწია, ცუდი ამინდი კი გაწმენდის სამუშაოებს აფერხებს. ნავთობის დაღვრის პროცესი 22 აპრილს დაიწყო - მას შემდეგ, რაც „ბრიტიშ პეტროლეუმის“ მიერ ამოქმედებულ ნავთობის მოსაპოვებელ სადგურზე წყალქვეშა დანადგარი გასკდა და ათი ათასობით ლიტრი ნავთობის გაჟონვა დაიწყო. ლუიზიანის გარდა, ნავთობი კიდევ სამ შტატს - მისისიპის, ალაბამას და ფლორიდას - უქმნის საფრთხეს. ეს შეერთებულ შტატებში ნავთობის დაღვრის ყველაზე მასშტაბური შემთხვევაა ათწლეულების განმავლობაში. შიშობენ, რომ სერიოზული საფრთხის ქვეშ არის თევზსაჭერი სადგურები, გარეული ცხოველების საცხოვრებელი ადგილები და სანაპიროები.