დაუდასტურებელი ინფორმაციით ჩრდილოეთი კორეის ლიდერი ჩინეთში ჩავიდა

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთი კორეის ლიდერი ჩინეთში ჩავიდა. სამხრეთი კორეის საინფორმაციო წყაროების თანახმად, დღეს ჩინეთის სასაზღვრო ქალაქ დანდონგში ჩავიდა მატარებელი, რომელშიც ჩრდილოეთი კორეის ლიდერი იმყოფება. ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება.