სამკვირიანი მოგზაურობის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ბრუნდება

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 10 აპრილის შემდეგ საქართველოში არ იმყოფება, დღეს თბილისში დაბრუნდება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პრეზიდენტმა აშშ-ში ვიზიტი დაასრულა, ხოლო კვირის ბოლოსთვის კიდევ რამდენიმე ვიზიტი დაიგეგმება.