ცოტნე გამსახურდიამ შიმშილობა გამოაცხადა

ცოტნე გამსახურდიამ პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში დღეს უვადო შიმშილობა გამოაცხადა, ამის თაობაზე ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ინტყობინება პოლიტიკური გაერთიანება „მრგვალი მაგიდის“ პრეს-სამსახურზე დაყრდნობით. შიმშილობის მიზეზი სამი დღის წინ პენიტენციური სისტემის სამკურნალო დაწესებულებაში ერთ-ერთ პატიმის ცემის ფაქტი გამხდარა. „გამსახურდია ამ ფაქტს აპროტესტებს და მოითხოვს ადამიანის უფლებათა დამცველებმა, ადვოკატებმა და მონიტორინგის ჯგუფმა დაწესებულებაში არსებული სიტუაცია შეისწავლოს“,-იუწყება „ინტერპრესსნიუსი.“ სამართალდამცველებმა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟი ცოტნე გამსახურდია 27 ოქტომბერს დააკავეს. გამსახურდიას მსჯავრი განზრახ მკვლელობის მცდელობაში და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა- ტარებაში დაედო. მას 9 წლითა და 5 თვით პატიმრობა მიესაჯა.