სომალელმა მეკობრეებმა ხელში ჩაიგდეს ნავთობის ტანკერი, რომელიც რუსეთს ეკუთვნის

სომალელმა მეკობრეებმა ხელში ჩაიგდეს ნავთობის ტანკერი, რომელიც რუსეთს ეკუთვნის და ლიბერიის დროშის ქვეშ ცურავს. ევროკავშირის საზღვაო-სამხედრო ძალების განცხადებით, აფრიკის აღმოსავლეთ ნაპირთან განხორციელებული იერიშის დროს, ტანკერი სახელწოდებით „მოსკოვის უნივერსიტეტი“ ჩინეთის მიმართულებით მიცურავდა. გემის ეკიპაჟის 23-ვე წევრი რუსეთიდან არის. ინციდენტის ადგილს მიაშურეს რუსეთის სამხედრო ხომალდებმა, რომლებიც რეგიონში პატრულირებენ.