ქუთაისში სახლის დანგრევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში უბედურ შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და კიდევ ერთი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა 26 მაისის ქუჩაზე მოხდა, სადაც 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი მიმდინარეობდა. ნანგრევებში მუშები მოყვნენ. ეს სწორედ ის სახლია, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ ნაწილობრივ ჩამოინგრა ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები.