ჩინეთში სტიქიამ 23 ადამიანი იმსხვერპლა

ჩინეთის სახელმწიფო მედიის განცხადებით 23 ადამიანი დაიღუპა ტორნადოსა და ძლიერი ქარების გამო სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში. 150-ზე მეტი დაშავდა. დანგრეულია სახლები. დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა ზუსტდება.